Health Disclaimer

Leo institute delivers the services of holding the seminars (hereinafter “Leo seminars”), which are based on a unique methodology created by Sami Cohen and Claire Nuer. This methodology reflects the personal experience, that the founders have gained through the hardships and crisis periods of their life; The main aim of Leo seminars and its methodology is to share with its participants the personal experience on issues like how to spend life in joy; how to minimize the space for fears in our life, how to change mental models and thinking processes so that we become the creators of our own success and joy.

By participating in Leo seminars, each participant acknowledges and accepts, that they do not receive the services of the licensed psychologist, psychotherapist, or medical professional and that these seminars, as well as consultations, recommendations, along with any information shared, do not replace the care provided by psychologists or any other medical professionals; the content thereof is not intended to replace professional services, including, without limitations, any medical and/or psychological services, treatment and/or therapy. Moreover, each participant agrees and acknowledges, that the seminar(s) are not intended to be a substitute for medical advice and/or treatment. Please seek the advice of your doctor or other qualified health practitioners regarding any matters that may require medical attention or diagnosis, before following the advice and/or using the techniques described in Leo seminars, especially, in case (but not only) the participant is under continuous medical treatment. Reliance on any information, advice, and/or techniques shared within the seminars is solely at the own risk of each participant.

Leo seminars are in no way to be construed or substituted as psychological counseling or any other type of therapy, mental health counseling, or any other type of psychotherapy or medical advice; consequently, each participant is to be responsible for starting, continuing, and/or withdrawing from any kind of medical treatment, including, but not limited to, taking of any prescribed medicines, or preventing from taking thereof.

Additionally, please, be informed and take into consideration, that any information, techniques, services, trainings, and other materials shared and offered within Leo seminars have the potential to stir emotional and/or physical responses and/or stress. If you believe you may have suffered from a psychological and/or traumatic injury, please consider if you are in a position to safely engage in the Leo seminar(s) at that time. Leo institute, as well as its coaches, are not liable for any distress that participation in the seminars and/or the information and/or any techniques shared and provided within the seminars, might create. We are unable to guarantee any result or outcome, which is solely the responsibility of the participant. Therefore, any technique, recommendation, advice, and/or teaching, we share and provide during the seminar(s) are not intended nor implied to be guaranteed consequences.

Thus, the coaches do not directly or indirectly provide or present any part of the seminar, coaching services and/or recommendations or advice as any kind of diagnosis (including, without limitations, medical) or as a prescription for any disorder or ailment for any person, participating in the seminar(s); All the information and services provided within the seminars may not respond to specific questions or comments about personal situations, that are aimed at obtaining appropriate diagnosis or treatment, or otherwise provide any professional, including medical, opinions;

As follows, Leo coaches do not make any representations or warranties, express or implied, regarding the coaching or consulting services provided. Their liability (if any) is limited to the seminar fee paid by the participant to Leo institute and in no event will Leo institute/coaches be liable to participant for any other claim, losses, or damages of any kind.

 

Health Disclaimer 

“ლეო ინსტიტუტი” გთავაზობთ სემინარების (შემდგომში „ლეო სემინარები“) ჩატარების მომსახურებას, რომელიც სამი კოენისა და კლერ ნუერის მიერ შემუშავებულ უნიკალურ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. აღნიშნული მეთოდოლოგია ასახავს იმ პირად გამოცდილებას, რომელიც დამფუძნებლებმა მიიღეს თავიანთი ცხოვრების რთული და კრიზისული პერიოდის განმავლობაში; ლეო სემინარებისა და მისი მეთოდოლოგიის მთავარი მიზანია მონაწილეებისთვის პირადი გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცხოვრების ხალისიანად გატარება, ჩვენს ცხოვრებაში შიშისთვის ადგილის შეზღუდვა, მენტალური მოდელებისა და აზროვნების პროცესების იმგვარად შეცვლა, რომ საკუთარი წარმატებისა და სიხარულის შემოქმედნი გავხდეთ.

ლეო სემინარებში მონაწილეობის მიღებით, თითოეული მონაწილე აღიარებს და ეთანხმება, რომ იგი არ იღებს ლიცენზირებული ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა თუ ჯანდაცვის სპეციალისტის მომსახურებას და რომ ეს სემინარები, ისევე როგორც კონსულტაციები და რეკომენდაციები გაზიარებულ ინფორმაციასთან ერთად, არ ცვლიან ფსიქოლოგისა თუ ჯანდაცვის სხვა სპეციალისტის მიერ გაწეულ მომსახურებას; ლეო სემინარები არ არის გამიზნული ისეთი პროფესიონალური მომსახურების ჩანაცვლებისთვის, რაც მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, მოიაზრებს ნებისმიერ სამედიცინო და/ან ფსიქოლოგიურ მომსახურებას, მკურნალობასა თუ თერაპიას. ამასთანავე, ლეო სემინარებში მონაწილეობით თითოეული მონაწილე ეთანხმება და აღიარებს, რომ სემინარ(ებ)ი არ არის გამიზნული სამედიცინო რჩევისა და/ან მკურნალობის ჩანაცვლებისთვის. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სხვა კვალიფიციურ სპეციალისტს რჩევისათვის ნებისმიერ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას ან დიაგნოზის დასმას, მანამ სანამ მიჰყვებით ლეო სემინარებში მიღებულ რჩევებს და/ან გამოიყენებთ ლეო სემინარებში აღწერილ მეთოდებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, (თუმცაღა, არა მხოლოდ), თუ მონაწილე ხანგრძლივ სამედიცინო მკურნალობას გადის. სემინარების ფარგლებში გაზიარებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რჩევასა და/ან მეთოდზე დაყრდნობა მხოლოდ უშუალოდ მონაწილის პირად რისკს წარმოადგენს.

ლეო სემინარები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული როგორც ფსიქოლოგიური კონსულტაცია ან სხვა სახის თერაპია, ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაცია, ან სხვა სახის ფსიქოთერაპია ან სამედიცინო რჩევა და ლეო სემინარებმა არ უნდა ჩაანაცვლონ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებები; შესაბამისად, თითოეულ მონაწილეს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის სამედიცინო მკურნალობის დაწყებაზე, გაგრძელებასა და/ან უარის თქმაზე, მათ შორის (მაგრამ აღნიშნულით არ შემოიფარგლება), ნებისმიერი დანიშნული მედიკამენტ(ებ)ის მიღებასა ან მათ მიღებაზე უარის თქმაზე.

გარდა ამისა, გთხოვთ, ინფორმაციის სახით მიიღოთ და გაითვალისწინოთ, რომ ლეო სემინარების ფარგლებში გაზიარებულმა და შემოთავაზებულმა ნებისმიერმა ინფორმაციამ, მეთოდმა, მომსახურებამ, ტრენინგმა და სხვა მასალამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ემოციური და/ან ფიზიკური რეაქციები და/ან სტრესი. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდათ ფსიქოლოგიური და/ან სხვა ტრავმული ზიანი, გთხოვთ, ასეთ შემთხვევაში შეაფასეთ შეგიძლიათ თუ არა უსაფრთხოდ ჩაერთოთ ლეო სემინარ(ებ)ში. ლეო ინსტიტუტი, ისევე როგორც მისი ტრენერები, არ არიან პასუხისმგებელი რაიმე სახის დისკომფორტზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სემინარებში მონაწილეობამ და/ან სემინარების ფარგლებში გაზიარებულმა და მოწოდებულმა ინფორმაციამ და/ან რომელიმე მეთოდმა. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას რაიმე შედეგზე ან გამოსავალზე – აღნიშნულზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად მონაწილეა. შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკა, რეკომენდაცია, რჩევა და/ან სწავლება, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ და გთავაზობთ სემინარ(ებ)ის ფარგლებში არ არის გამიზნული და არ გულისხმობს გარანტირებულ შედეგებს.

ამგვარად, ტრენერები, რომლებიც ატარებენ სემინარს ან ტრენინგს ან გასცემენ რეკომენდაციებს ან რჩევებს, აღნიშნულით სემინარის მონაწილეებთან მიმართებაში არც პირდაპირ და არც ირიბად არ სვამენ რაიმე სახის, მათ შორის, სამედიცინო დიაგნოზს და არ გასცემენ რაიმე სახის აშლილობისა თუ დაავადებისთვის დანიშნულებას. სემინარების ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია და მომსახურება შესაძლოა არ პასუხობდეს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ისეთ კონკრეტულ კითხვებსა თუ კომენტარებს, რომლებიც გამიზნულია შესაბამისი დიაგნოზის ან მკურნალობის, ან სხვაგვარი პროფესიული, მათ შორის, სამედიცინო, შეფასებების მიღებისთვის;

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეო ტრენერები არ იძლევიან რაიმე სახის გარანტიას (ერთმნიშვნელოვნად გამოხატულსა ან ნაგულისხმევს), მათ მიერ გაწეული ტრენინგ და საკონსულტაციო მომსახურებების შესახებ. მათი პასუხისმგებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოიფარგლება ტრენინგის მონაწილის მიერ ლეო ინსტიტუტისთვის გადახდილი სემინარის საფასურით და ლეო ინსტიტუტი/ტრენერები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან პასუხისმგებელნი მონაწილის წინაშე სხვა ნებისმიერ პრეტენზიაზე, დანაკარგსა თუ ზიანზე.